იუსტიციის მინისტრი - სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა

დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გაადაწყვეტილება, რომლის თანახადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.

"ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება სააკაშვილის შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთლობის სადარაჯოზე",- განაცხადა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.



თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“