
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ.
„ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.
ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის „გ", ,,ე", ,,ვ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს ბრალდება 143 სეკუნდა-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
შვედმა ეკოაქტივისტებმა საღებავით შეღებეს კლოდ მონეს ნახატი
კომპლექს "დავითიდან" სახურავი გადმოვარდა, რომელიც სანაპიროზე მოძრავ მანქანას დაეცა
გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა
ლუკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინიდან ეხმაურება შვილის ამბავს, რომელსაც დღეს ტიტუშკებმა სცემეს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |