
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.
„აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
შვედმა ეკოაქტივისტებმა საღებავით შეღებეს კლოდ მონეს ნახატი
კომპლექს "დავითიდან" სახურავი გადმოვარდა, რომელიც სანაპიროზე მოძრავ მანქანას დაეცა
გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა
ლუკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინიდან ეხმაურება შვილის ამბავს, რომელსაც დღეს ტიტუშკებმა სცემეს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |