
დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის #ბოლოზარი2023 დაირეკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა.
„მეთორმეტე კლასელებმა წარმოადგინეს მინიატურები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
სკოლის დამთავრება მოსწავლეებს ასევე, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის დირექტორმა, მზია გოგაძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს.
ბოლო ზარი შუახევში 157 მოსწავლისთვის დაირეკა, მათგან დაბა შუახევის საჯარო სკოლა 16 მოსწავლემ დაამთავრა“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

"ვაგნერის" წევრმა აზამატ ულდაროვმა აღიარა, რომ დონეცკის რეგიონში წმენდის დროს 5 წლის გოგონა საკონტროლო გასროლით მოკლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინამ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა
მარიუპოლში საცხოვრებლად გადაჰყავთ ბურიატები
ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს მეხი დაეცა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |