
2022 წლის თებერვალში 188-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია/შემოტანის პროცესი გამარტივდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, თურქეთის რიგმა მწარმოებლებმა, მოწოდებული მედიკამენტების ფასები 55%-ით შეამცირეს. ასევე, ევროპელმა მწარმოებლებმა გადახედეს საქართველოსთვის მოწოდებულ ფასებს და შეამცირეს ან გაუთანაბრეს მათივე წარმოების თურქეთიდან იმპორტის ფასს. შესაბამისად, მყისიერად აისახა PSP-ს ქსელში მათ ფასებზე; ამ მედიკამენტების ფასები თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების ფასს გაუტოლდა ან უფრო გაიაფდა. ამ ქარხნების რიგ მედიკამენტებზე ფასები 58%-ით შემცირდა (ქსარელტო, ფორქსიგა, პლავიქსი და სხვ.).
ევროპელი მწარმოებლისგან მედიკამენტების მოწოდებას ხარისხისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები, რომელც სრულად კონტროლდება და მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი ეს მედიკამენტები გაყიდვაში არ ხვდება, მწარმოებელთან შეთანხმების საფუძველზე;
- მწარმოებელთან ერთად დაგეგმილი მუშაობა საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დეფიციტები არ შეიქმნას და ეს მედიკამენტები უწყვეტად იყოს ქსელში;
სწორედ ამიტომ, PSP უშუალოდ მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით აღწევს შეთანხმებას და შესაბამისად აიაფებს ევროპული ქარხნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ფასებს.
„PSP ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობs უცხოელ მწარმოებლებთან ფასების შემცირების მიზნით. PSP-ს სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით, 307 აფთიაქით, ყველა რეგიონის მომხმარებელს მედიკამენტების და ასორტიმენტის უდედეს არჩევანს სთავაზობს. ამასთან, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე ფასების ცვლილებაზე მოლაპარაკება მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს და მომავალშიც სიახლეებს კვლავ ვაცნობებთ საზოგადოებას“-, აცხადებენ PSP-ში.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
შვედმა ეკოაქტივისტებმა საღებავით შეღებეს კლოდ მონეს ნახატი
კომპლექს "დავითიდან" სახურავი გადმოვარდა, რომელიც სანაპიროზე მოძრავ მანქანას დაეცა
გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა
ლუკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინიდან ეხმაურება შვილის ამბავს, რომელსაც დღეს ტიტუშკებმა სცემეს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |