ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და ცხედარი მდინარეში გადააგდო - შსს-მ საგარეჯოში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

“დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.



ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ
საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა
პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - მეგონა ყველა მადლობას იტყოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა
ფაშინიანი ღარიბაშვილსა და ზურაბიშვილს - გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება