
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.
პრიგოჟინის თქმით, ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი 1-ელი ივნისამდე, ბახმუტის უკანა ბანაკებში გადავა.
"ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. [...] 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში",- განაცხადა პრიგოჟინმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 20 მაისს, პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ გამოაცხადა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქის ჩაბარებაზე ინფორმაცია არ დაადასტურა.
ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 22 მაისს, განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებდნენ.
უფრო ადრე, 4-5 მაისს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ.
ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან პოზიციები ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმისთვის გადაეცა.

"ვაგნერის" წევრმა აზამატ ულდაროვმა აღიარა, რომ დონეცკის რეგიონში წმენდის დროს 5 წლის გოგონა საკონტროლო გასროლით მოკლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინამ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა
მარიუპოლში საცხოვრებლად გადაჰყავთ ბურიატები
ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს მეხი დაეცა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |