მთავრობის ადმინისტრაცია - წელს გვაქვს თემა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული“, 26 მაისს აღვნიშნავთ ეროვნული სიმბოლიკით

წელს გვაქვს თემა - „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული“, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ ეროვნული სიმბოლიკით,- ასე განმარტავს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე თუ რატომ არ გამოიფინა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის გაფორმება საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკაზეა დამოკიდებული.

„იყო წელი, როდესაც აღვნიშნავდით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მაშინ არათუ ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშაც კი არ იყო გამოფენილი, მხოლოდ და მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით გახლდათ ადმინისტრაციული შენობები შეფუთული. 2018 წელს ჩვენ აღვნიშნეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და მაშინ ძირითადი თემა გახლდათ „დამოუკიდებლობის აქტი“ და ა.შ. წინა წელი კი გახლდათ თემა „ევროპისკენ“, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე.

რაც შეეხება, წლევანდელ წელს, რადგან გვაქვს თემა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული“ საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება როგორც დედაქალაქი, ისე მუნიციპალიტეტები“,- განაცხადა თათა სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს.



ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ
საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა
პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - მეგონა ყველა მადლობას იტყოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა
ფაშინიანი ღარიბაშვილსა და ზურაბიშვილს - გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება