
ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოჩენას უკრაინის სანქციების პორტალზე.
კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენენ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას.
"ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას, მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და აღნიშნა, რომ მის მიმართ არის გარკვეული მოთხოვნა და არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას",- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზეა ნახსენები, რომელიც "ომი და სანქციები" უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი.
როგორც პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით.
ამასთან, მანამდე 11 მაისს, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვის სანციების დაწესების მიზნით მიმართა.

"ვაგნერის" წევრმა აზამატ ულდაროვმა აღიარა, რომ დონეცკის რეგიონში წმენდის დროს 5 წლის გოგონა საკონტროლო გასროლით მოკლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინამ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა
მარიუპოლში საცხოვრებლად გადაჰყავთ ბურიატები
ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს მეხი დაეცა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |