
ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შოვში ჰოლანდიიდან დასასვენებლად ჩავიდა. ისინი დაკარგულთა სიაში არიან. ახლობლებს და მაშველებს ჯერ არ შეუძლიათ მათთან დაკავშირება.
„ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით. გუშინ, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი.
ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ზაზა მესხის ნათესავებიც.
აქტივისტი ემზარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
"ზაზა და მისი ოჯახი მრავალი წელია ემიგრაციაში არიან, ჰოლანდიაში ცხოვრობს მის ცოლ-შვილთან ერთად. ერთმანეთი აქციებზე გავიცანით, ძალიან პატრიოტი კაცია და ყოველთვის ცდილობს ჩართული იყოს სხვადასხვა აქციების ორგანიზებაში. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქეა. როგორც ჩანს, ზაფხულში ოჯახთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა დასასვენებლად და უსაფრთხო დასვენებაც არ აღმოჩნდა საქართველოში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უვნებლებს იპოვიან სხვანაირად არ შეიძლება ეს მოხდეს. " - წერს კვარაცხელია.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
შვედმა ეკოაქტივისტებმა საღებავით შეღებეს კლოდ მონეს ნახატი
კომპლექს "დავითიდან" სახურავი გადმოვარდა, რომელიც სანაპიროზე მოძრავ მანქანას დაეცა
გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა
ლუკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინიდან ეხმაურება შვილის ამბავს, რომელსაც დღეს ტიტუშკებმა სცემეს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |