რუსმა ოკუპანტებმა ავდიევკა და ტორეცკი დაბომბეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიევკა და ტორეცკის შემოგარენი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. 

"გამოძიების თანახმად, რუსეთის ტერორისტულმა ძალებმა, სავარაუდოდ, არტილერიით დაარტყეს ტორეცკის ქალაქ სევერნიეს. მტრის ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. თავდასხმის დროს გარეთ იმყოფებოდა კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც გულმკერდის არეში ჭრილობა მიიღო.

გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა ავიდიივკაზე საჰაერო სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტრის საბრძოლო მასალები კერძო სექტორს მოხვდა. ამის გამო ქალი საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.



თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“