
ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება და ყოველდღე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ჯარს, ეს არის შემაწუხებელი ფაქტი საქართველოს მთავრობისთვის და იღებენ დირექტივას, რომ რამენაირად გვებრძოლონ, - ასე გამოეხმაურა ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სუს-ის ინფორმაციას, საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობის" შესახებ.
როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია ცდილობს დისკომფორტი შეუქმნას იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, რათა მათი დემოტივაცია მოხდეს, რაც მისივე თქმით ვერ მოხდება.
"ქართველი მებრძოლებისთვის საკმაოდ მძიმეა ასეთ პირობებში ბრძოლა და ცდილობენ, დისკომფორტი შეგვიქმნან, რომ უსაფრთხოდ არ იგრძნონ ოჯახებმა თავი. უნდათ, რომ ამან იმოქმედოს ადამიანების შემართებაზე. სინამდვილეში, ეს ადამიანები, ვინც აქ ჩამოვიდნენ, მზად არიან თავის გასაწირად და მე ეჭვი მეპარება, რომ მათი დემოტივაცია შეიძლება მოხდეს ასეთი მეთოდებით, თუმცა რუსული მთავრობა ეცდება ყველაფერს, რომ მოხდეს დემოტივაცია. უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება და ყოველდღე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ჯარს. ეს არის ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი საქართველოს მთავრობისთვის და იღებენ დირექტივას, რომ რამენაირად გვებრძოლონ", - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
შვედმა ეკოაქტივისტებმა საღებავით შეღებეს კლოდ მონეს ნახატი
კომპლექს "დავითიდან" სახურავი გადმოვარდა, რომელიც სანაპიროზე მოძრავ მანქანას დაეცა
გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა
ლუკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინიდან ეხმაურება შვილის ამბავს, რომელსაც დღეს ტიტუშკებმა სცემეს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |