საგამოძიებო - კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების 2 თანამშრომელი ვამხილეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 2 პირის მიმართ დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი