უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 94 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 94 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.

"უკრაინულმა მხარემ არაერთი ღონისძიება განახორციელა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 94 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება. 

ღონისძიება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის სამდივნო) თანამშრომლობით განახორციელა", - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი