
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.
“სხდომაზე მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტეორიტის ვარდნა ბათუმის თავზე
ასე გამოიყურება გზა ყარაბაღიდან სომხეთამდე
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას დუეტმა ბუდაპეშტში უმცროსი გრან-პრის ეტაპი მოიგო
კომპანია „ავერსმა" თავისი ისტორია ფარმაცევტული საქმიანობით დაიწყო
Blue-ს ბათუმში, გადაუღებელი წვიმის ქვეშ მოუწიათ კონცერტის გამართვა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |