აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) წერს.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა „დაადასტუროს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან“.

"მე მქონდა პატივი დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებში", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი